სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 174 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 21 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 174 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 21 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 174 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 21 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ სამი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

ინფორმაციას გამოცემა „ნიუს ამი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 885 პაციენტი.

29 ნოემბრის მდგომარებოთ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 134 768 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 107 364 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 2 142 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 538 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.