სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 138 ადამიანს დაუდასტურდა.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 21 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ოთხი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 385 პაციენტი.
ინფორმაციას გამოცემა „ნიუს ამი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
9 დეკემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 144 066 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 120 532 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 2 393 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 601 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.