სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 077 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 077 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 077 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 29 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ შვიდი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 592 პაციენტი. ინფორმაციას გამოცემა „ნიუს ამი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 დეკემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 146 317 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 123 474 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 2 445 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 613 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.