სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 881-ს მიაღწია

11:40, 08.04.2020

სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 881-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 ადამიანს დაუდასტურდა.

საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 758 პაციენტი.

სომხეთში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 114-ს შეადგენს. ცხრა ადამიანი გარდაიცვალა.

სომხეთში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 14 აპრილამდე მოქმედებს.

მსგავსი