სომხეთში აცხადებენ, რომ კონფლიქტის ზონაში შეტაკებების შედეგად, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხი ვერტმფრენი, 15 უპილოტო საფრენი აპარატი, ათი ტანკი და სხვა ტექნიკა დაკარგეს
სომხეთში აცხადებენ, რომ კონფლიქტის ზონაში შეტაკებების შედეგად, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხი ვერტმფრენი, 15 უპილოტო საფრენი აპარატი, ათი ტანკი და სხვა ტექნიკა დაკარგეს

სომხეთში აცხადებენ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო შეტაკებების შედეგად აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხი ვერტმფრენი, 15 უპილოტო საფრენი აპარატი, ათი ტანკი და სხვა ტექნიკა დაკარგეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ვიდეო, სადაც მათი თქმით, მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკის განადგურების ფაქტია დაფიქსირებული.

შეგახსენებთ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო მოქმედებები დღეს დილიდან განახლდა. ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმაენეთს ადანაშაულებენ. ეუთო-მ, ევროკავშირმა და რუსეთმა მხარეებს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.