სომხეთმა ხორბლის, წიწიბურას, სიმინდის, მზესუმზირის თესლისა და ქერის ექსპორტი ექვსი თვით აკრძალა
სომხეთმა ხორბლის, წიწიბურას, სიმინდის, მზესუმზირის თესლისა და ქერის ექსპორტი ექვსი თვით აკრძალა

სომხეთმა ხორბლის, წიწიბურას, სიმინდის, მზესუმზირის თესლისა და ქერის ექსპორტი ექვსი თვით აკრძალა. ამის შესახებ გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

პრესრელიზში განმარტებულია, რომ ამ პროდუქტების სომხეთის ადგილობრივი წარმოება ქვეყნის საჭიროებებს ვერ აკმაყოფლებს და ეს ხდება ძირითადად იმპორტის ხარჯზე.

აკრძალვა არ ვრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებზე.