სომხეთმა და თურქეთმა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს
სომხეთმა და თურქეთმა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალპარსლან ბაირაქტარმა დაწერა. ‘
როგორც ბაირაქტარმა აღნიშნა, სტამბოლში სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, დავით ხუდათიანთან შევხედრა გამართა.
„სტამბოლში შევხვდით პატივცემულ დავით ხუდათიანს, სომხეთის რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს. შეხვედრის დროს, ჩვენ შევაფასეთ თურქეთსა და სომხეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის პოტენციური შესაძლებლობები“, -დაწერა თურქეთის თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა.