სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანის საზღვართან, სიუნიქისა და გეგარკუნიკის ოლქებში ბოლო ორ დღეში დამატებითი სამხედრო დანაყოფები განათავსეს
სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანის საზღვართან, სიუნიქისა და გეგარკუნიკის ოლქებში ბოლო ორ დღეში დამატებითი სამხედრო დანაყოფები განათავსეს

სომხეთმა აზერბაიჯანის საზღვართან, სიუნიქისა და გეგარკუნიკის ოლქებში ბოლო ორი დღის განმავლობაში დამატებითი სამხედრო დანაყოფები განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თვადაცვის უწყება ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ვითარების დასარეგულირებლად მოლაპარაკებები ძალაში რჩება. თავდაცვის უწყებაში იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებები სასურველ შედეგს გამოიღებს და შექმნილი ვითარება მშვიდობიანი გზით დარეგულირდება.

„ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, გონივრულ ვადებში მშვიდობიანი გამოსავლის არარსებობის შემთხვევაში, სომხეთის შეიარაღებული ძალები იტოვებს უფლებას, გადაჭრას საკითხი სხვა გზით, მათ შორის ძალის გამოყენებით“, – აცხადებენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში.

12 მაისს სომხეთში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სინიუქის რაიონში სომხეთის საზღვარი გადაკვეთეს. ამის გამო, სომხეთის მოქმედმა პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენიტეტის ხელყოფაში დაადანაშაულა. ნიკოლ ფაშინიანმა ამ საკითხთან დაკავშირებით დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა. სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელი სამხედროების ნაწილი ჯერ კიდევ რჩება სომხეთის ტერიტორიაზე. აზერბაიჯანში სომხეთის ბრალდებას უარყოფენ.