სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანული მხარის მიერ გახსნილ ცეცხლს ერთი სამხედრო ემსხვერპლა, ბაქოში ინფორმაციას უარყოფენ
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცახდებენ, რომ აზერბაიჯანული ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, ერთი სომეხი სამხედრო გარდაიცვალა. ამის შესახებ სომხური გამოცემა „ნიუს ამი“ წერს.
სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, შემთხვევა გეგარქუნიკის რაიონის სოფელ ნორაბაკთან დაახლოებით 18:10 საათზე მოხდა. 19:30-ისთვის კი ორმხრივი ცეცხლი შეწყდა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო საზღვარზე ცეცხლის გახსნას უარყოფს.
„ხსენებულ მონაკვეთზე ჩვენი დანაყოფების მიერ ცეცხლი არ გახსნილა“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.