სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მიერ სამხედრო ოპერაციის განახლების გამო, იძულებული არიან, საკუთარი ძალები დიდ ტერიტორიებზე გამოიყენონ
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე სპეციალურ გაფრთხილებას ავრცელებს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 სექტემბრის დილიდან აზერბაიჯანმა არცახის არმიის თავდაცვის თითქმის მთლიან ხაზზე მასშტაბური სამხედრო ოპერაციები განაახლა.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები იძულებული არიან, ცეცხლსასროლი იარაღი, სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა დიდ ტერიტორიებზე გამოიყენონ.