სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დღის განმავლობაში შედარებით მშვიდი ვითარება იყო
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, კრიზისული საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი არწრუნ ჰოვანისიანი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მთელი დღის განმავლობაში ვითარება შედარებით მშვიდი იყო. ეს განცხადება უწყების წარმომადგენელმა ბრიფინგზე გააკეთა.
„მთელი დღის განმავლობაში ოპერატიული სიტუაცია წინა ხაზზე შედარებით მშვიდი იყო, იყო ცოტა გასროლა“, – განაცხადა მან.
არწრუნ ჰოვანისიანის თქმით, ის დღეს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში იმყოფებოდა. მან აღნიშნა, რომ სამხედროები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას.
„თვალს ვადევნებთ მოწინააღმდეგის გადაადგილებას. თუ ის პროვოკაციაზე წავა, ღირსეულ პასუხს მიიღებს“, – განაცხადა სომხეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს გამწვავდა.