სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შეიარაღებული ძალების ნაწილი საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე გადავიდა

13:22, 31.07.2020

სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილი საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე გადავიდა, – ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, შუშან სტეფანიანმა, სოციალურ ქსელ, „ფეისბუქში“ დაწერა.

სომხეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების მოულოდნელი შემოწმების გეგმის თანახმად, საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე გადავიდნენ შეიარაღებული ძალების პირველი რიგის სამხედრო ნაწილები და ცენტრალური სარდლობის ძალების ნაწილი.

„მიზანი, ჯარების საბრძოლო მზადყოფნის და რთულ ვითარებაში სწრაფად მოქმედების უნარის შემოწმება, ძალების და საშუალებების ურთიერთმიმართების საკითხების დადგენაა. შემოწმების დროს გაიმართება ცეცხლის მართვის წვრთნები და გათამაშდება ოპერატიულ-ტაქტიკური ეპიზოდები“ , – განაცხადა შუშან სტეფანიანმა.

მსგავსი