სომხეთის საკითხებზე აშშ-ის კონგრესის კოკუსის თანათავმჯდომარეებმა ჯო ბაიდენს მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერილით მიმართეს
სომხეთის საკითხებზე აშშ-ის კონგრესის კოკუსის თანათავმჯდომარეებმა ჯო ბაიდენს მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერილით მიმართეს

სომხეთის საკითხებზე ამერიკის კონგრესის კოკუსის თანათავმჯდომარეებმა ჯო ბაიდენს მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერილით მიმართეს.

კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ ომმა, რომელიც აზერბაიჯანმა თურქეთისა და უცხოელი დაქირავებული მებრძოლების მხარდაჭერით დაიწყო, ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა.

„ჩვენ მშვიდობას მივესალმებით, თუმცა ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ ამ შეთანხმების მკვეთრი და გრძელვადიანი შედეგების მიმართ, რომელიც არ წყვეტს მთიანი ყარაბაღის სტატუსის დადგენას. თუ აშშ და საერთაშორისო საზოგადოება უფრო აქტიურად იმოქმედებდა, შესაძლებელი გახდებოდა ამ ტრაგიკული შედეგების თავიდან აცილება. საკმაოდ დიდი ხანია, რაც ჩვენ შევეგუეთ საბრძოლო რიტორიკასა და აგრესიულ ქმედებებს თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან, ახლა კი შედეგები დამანგრეველად ნათელია.

რამდენადაც თქვენ ჩაიბარებთ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს, გექნებათ შესაძლებლობა, ახალი პოლიტიკა აწარმოოთ რეგიონში, რომელიც მხარს დაუჭერს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და თვითგამორკვევის უფლებას“, – ნათქვამია ადამ შიფის, ფრანკ პალონესა და ჯეკი სპეიერის წერილში.