სომხეთის საგარეო უწყება - თავისი მიდგომებით, თურქეთი რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს
სომხეთის საგარეო უწყება - თავისი მიდგომებით, თურქეთი რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის მხარდამჭერი განცხადებებს ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ 12 ივლისს დაწყებული დაპირისპირების შემდეგ, მომხდართან დაკავშირებით თურქეთმა, მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა ბევრი ოფიციალური განცხადება გააკეთეს.

„ეს განცხადებები გამოხატავს აზერბაიჯანის უპირობო მხარდაჭერას, ასევე მიანიშნებს თურქეთის ამბიციებზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელთა გამართლებასაც თურქეთის პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური პირები რეგიონში თურქეთის ე.წ. ისტორიული მისიით ცდილობენ.

მისი ისტორიული მისიისა და ეთნიკური, თუ რელიგიური კავშირების გამო, თურქეთმა უკვე მოახდინა სიტუაციის დესტაბილიზაცია რამდენიმე მეზობელ რეგიონში, ახლო აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, ჩრდილოეთ აფრიკაში და ამ რეგიონების ხალხებს უამრავი ტანჯვა მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ 21-ე საუკუნეში თურქეთი ჩვენს რეგიონში საკუთარ პოლიტიკას ნათესაურ კავშირებზე დაყრდნობით აწარმოებს, რომლითაც ამართლებს სომეხი ხალხის გენოციდს და ამ დანაშაულის დაუსჯელობას.

თურქეთის პროვოკაციული და მიკერძოებული პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას აფერხებს და ამტკიცებს, რომ თურქეთი არც ერთ საერთაშორისო პროცესში არ უნდა იყოს ჩართული, განსაკუთრებით კი, ეუთო-ს ფარგლებში.

თავისი მიდგომებით, თურქეთი სომხეთისა და რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ამის საწინააღდმეგოდ საჭიროა ფართო რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.