სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. შესაბამისი ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ანა ნაღდალიანმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაადასტურა.

აივაზიანის გადადგომის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანი საზღვარზე, სადაც ვითარება დაძაბულია, საერთაშორისო დამკვირვებლები განლაგდნენ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე 12 მაისიდან ვითარება დაძაბულია. სომხეთში ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა უკანონოდ გადაკვეთეს სომხეთის საზღვარი და ამ დრომდე რჩებიან სომხეთის ტერიტორიაზე გეღარქუნიკისა და სიუნიქის რაიონში. აზერბაიჯანში ამ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელი ჯარისკაცების აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

27 მაისს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ცნობა, რომ დაკავებული ექვსი სომეხი სამხედრო, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შევიდნენ და დივერსიას გეგმავდნენ. საპასუხოდ სომხეთში განაცხადეს, რომ ჯარისკაცები სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ისინი აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გაიტაცეს.