სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იენს სტოლტენბერგს შეხვდება

16:44, 20.01.2023

23 იანვარს ბრიუსელში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს ნატო-ში არ აკონკრეტებენ.

შეგახსენებთ, 2022 წლის 22 ნოემბერს იენს სტოლტენბერგი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა არარატ მირზოიანი და  ასევე, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი.

მსგავსი