სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გულითადად ვულოცავთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გულითადად ვულოცავთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში სომეხი დიპლომატი წერს, რომ სომხეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების მომხრეა.

„გულითადად ვულოცავთ ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას დამოუკიდებლობის დღეს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სომხეთი ერთგულია და მხარს უჭერს საქართველოსთან დროის მიერ გამოცდილი მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებასა და გაღრმავებას“, – წერს ზოჰრაბ მნაცაკანიანი.

„ორი ქვეყნის დღის წესრიგი განსაზღვრულია საერთო მიზნით – ორი ერის სურვილით იმოძრაონ მოდერნიზაციის, განვითარების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, საერთო ღირებულებების, ტრადიციების, რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – წერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.