სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, კრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა

18:12, 22.09.2026

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, კრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა. ამის შესახებ ამის შესახებ სომხურ მედიას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, მელანია არუთიუნიანმა განუცხადა.

გრიგორიანი აზერბაიჯანში, ბაქოს უსაფრთხოების მე-4 ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე, სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია FlyOne-ის კუთვნილი Gulfstream G450-ის ტიპის თვითმფრინავის ერევნიდან ბაქოში გაფრენის შესახებ.

მსგავსი