სომხეთის პრეზიდენტმა ევროკავშირთან გაფართოებული და ყოვლისმომცველი შეთანხმების რატიფიცირების კანონს ხელი მოაწერა
სომხეთის პრეზიდენტმა ევროკავშირთან გაფართოებული და ყოვლისმომცველი შეთანხმების რატიფიცირების კანონს ხელი მოაწერა

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა ხელი მოაწერა კანონს, სომხეთსა და ევროკავშირს შორის გაფართოებული და ყოვლისმომცველი შეთანხმების რატიფიცირების შესახებ.

მანამდე კანონის რატიფიცირება სომხეთის პარლამენტმა 11 აპრილს განახორციელა.

სომხეთსა და ევროკავშირს შორის გაფართოებულ და ყოვლისმომცველ შეთანხმებას ხელი 2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში მოაწერეს. ევროკავშირი სომხეთს 2020 წლამდე ფინანსური დახმარების სახით 175 მილიონ ევროს გამოუყოფს. მთავრობამ ეს თანხა შეთანხმების პირობების შესრულების მიზნით უნდა გამოიყენოს.

ასევე მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი სომხეთს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმასაც გადასცემს.