სომხეთის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

19:24, 04.04.2025

სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მანამდე კანონპროექტი სომხეთის პარლამენტმა დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 64-მა დეპუტატმა, 7-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

მსგავსი