სომხეთის პრემიერ-მინისტრის პარტიამ ერევნის მერის თანამდებობაზე მსახიობი წარადგინა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პარტიამ ერევნის მერის თანამდებობაზე მსახიობი წარადგინა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პარტიამ ერევნის მერის თანამდებობაზე მსახიობი წარადგინა. როგორც პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ წარმომადგენელმა ალენ სიმონიანმა განაცხადა, ერევნის მერობის კანდიდატი აიკ მარუთიანი იქნება.

ერევნის მერის არჩევნები 16 ივლისს უნდა ჩატარებულიყო, მას შემდეგ რაც ქალაქის მოქმედმა თავკაცმა ტარონ მარგარიანმა, საპროტესტო აქციების ფონზე თანამდებობა დატოვა. თუმცა, კენჭისყრა ჩაიშალა, რადგან ქალაქის უხუცესთა საბჭოს კვორუმი ჩაიშალა. შესაბამისად, სომხეთის მთავრობა საქალაქო საბჭოს ახალ შემადგენლობას აირჩევს.

42 წლის აიკ მარუთიანი მსახიობი და შოუმენია. ის რამდენიმე კომედიურ ფილმში მონაწილებს. წარსულში სომხეთის „მხიარულთა და საზრიანთა“ გუნდის წევრი იყო. მიმდინარე წლის აპრილში მან მხარი დაუჭირა ნიკოლ ფაშინიანს და საპროტესტო მოძრაობაში ჩაერთო.