სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში წარუმატებლობის მთავარი მიზეზი თურქეთის არმია და ტერორისტები იყვნენ
სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში წარუმატებლობის მთავარი მიზეზი თურქეთის არმია და ტერორისტები იყვნენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთიან ყარაბაღში წარუმატებლობის მთავარ მიზეზად თურქეთი და ტერორისტები დაასახელა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ონლაინპრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთის არმია აზერბაიჯანის არმიასთან საბრძოლველად მზად იყო, თუმცა ვითარება კონფლიქტში თურქეთის არმიისა და ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული ტერორისტების ჩართვამ შეცვალა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 2 400 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა, ასობით სამხედრო მოსამსახურე კი დაკარგულად მიიჩნევა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მზად არის, წარდგეს სახალხო სასამართლოში, მაგრამ საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ძალებთან გულახდილი და გულწრფელი დიალოგის პირობით. პრემიერ-მინისტრის თქმით, როგორც ქვეყნის მეთაური, იგი პასუხისმგებელია არსებულ ვითარებაზე და უნდა წარდგეს ხალხის წინაშე.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველა დეტალი, რომ საჭირო დასკვნები გამოიტანოს. ამისთვის თქვენ უნდა მოუსმინოთ სამხედროებს, ოპოზიციასა და მთავრობას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.