სომხეთის პოლიციის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს

14:39, 24.09.2019

სომხეთის პოლიციის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს.

პოლიციის ცნობით, ჰაიკ ჰარუთიუნიანს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა თავის არეში აღენიშნება.

მისი გარდაცვალების სავარუდო ვერსიად თვითმკვლელობა განიხილება.

ჰარუთიუნიანი სომხეთის პოლიციის უფროსად 2003 – 2008 წლებში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ჰაიკ ჰარუთიუნიანი 2008 წლის პირველი მარტის მიტინგის დარბევის საქმეზე მოწმე იყო. აღნიშნულ საქმეზე ერთ-ერთი ეჭვმიტანილი სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანია.

მსგავსი