სომხეთის პარლამენტმა საომარი მდგომარეობის რეჟიმი გააუქმა. შესაბამის ინიციატივას 118-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი ერთი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.
სომხეთში საომარი მდგომარეობა 2020 წლის 27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის გამო გამოცხადდა.
საომარი მდგომარეობის ინიციატორები ფრაქციები – „გაბრწყინებული სომხეთი“ და „აყვავებული სომხეთი“ იყვნენ.
„ახლა რეალობა განსხვავებულია, არსებობს შეთანხმება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, ხოლო საომარი მდგომარეობის არსებობა ზღუდავს ოპოზიციის უფლებებსა და დემოკრატიას ქვეყანაში“, – განაცხადა „გაბრწყინებული სომხეთის“ ფრაქციის თავმჯდომარე ედმონ მარუკიანმა.
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება.