სომხეთის პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებები დაამტკიცა, რომლებიც არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს
სომხეთის პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებები დაამტკიცა, რომლებიც არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს

სომხეთის პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, რომლებიც არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კანონპროექტს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

საარჩევნო კოდექსის ცვლილებების ინიციატორი ნიკოლ ფაშინიანის პარტია „ჩემი ნაბიჯი“ იყო. ცვლილებები სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ასევე პარტიებისთვის და ბლოკებისთვის ახალი ბარიერის დაწესებას ითვალისწინებს. კერძოდ, პარტიებისთვის წესდება 4%-იანი ბარიერი, ორი პარტიისგან შემდგარი ბლოკისთვის – 8%-იანის, სამი პარტიისგან შემდგარი ბლოკისთვის – 9%-იანი, ოთხი და მეტი პარტიისგან შემდგარი ბლოკისთვის კი – 10%-იანი ბარიერი.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს დანიშნა. მან ასევე განაცხადა, რომ 20 აპრილს თანამდებობას დატოვებს და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დარჩება.