სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე – სამძიმარს ვუცხადებ თბილისში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები მოძმე ქართველ ხალხთანაა
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე რუბენ რუბინიანი თბილისში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ რუბინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თბილისში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა დაშავებულს. ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები მოძმე ქართველ ხალხთანაა“, – დაწერა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
My heartfelt condolences to the families of those who lost their lives in the tragic explosion in #Tbilisi. I wish a speedy recovery to all those injured. Our thoughts are with the people of brotherly #Georgia during this difficult time.
@shpapuashvili
@parliament_ge
🇦🇲🙏🇬🇪— Ruben Rubinyan (@RubenRubinyan) November 20, 2026