სომხეთის ოპოზიციამ ნიკოლ ფაშინიანის გადაყენების მიზნით პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევა ვერ შეძლო
სომხეთის ოპოზიციამ ნიკოლ ფაშინიანის გადაყენების მიზნით პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევა ვერ შეძლო

სომხეთის ოპოზიციურმა ძალებმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაყენების მიზნით, პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევა ვერ შეძლეს. დეპუტატებს კვორუმისთვის სამი ხმა დააკლდათ.

სხდომის მოწვევის ინიციატორები პარტიები „აყვავებული სომხეთი“ და „ნათელი სომხეთი“ იყვნენ. თუმცა, მათი მანდატები სესიაზე საკითხების დასაყენებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქციები დილიდან მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებს დაშლისკენ გვიან ღამით ოპოზიციური პარტია „დაშნაკცუთიუნის“ წარმომადგენელმა მოუწოდა, იმ პირობით, რომ აქციები ხუთშაბათს კვლავ განახლდება.