სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 30 დღით გახანგრძლივდა

13:28, 13.04.2020

სომხეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 30 დღით გაახანგრძლივა.

შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მიიღეს.

საგანგებო მდგომარეობა სომხეთში 16 მარტიდან მოქმედებს.

სომხეთში კორონავირუსის ეპიდემიიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ-19 1039 პირს დაუდასტურდა.

მათგან 211 გამოჯანმრთელდა, 14 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მსგავსი