სომხეთის მთავრობა ვაშინგტონში ნიკოლ ფაშინიანის და ილჰამ ალიევის შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს
სომხეთის მთავრობა ვაშინგტონში ნიკოლ ფაშინიანის და ილჰამ ალიევის შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს

ამ ეტაპზე ჩვენ ვერც უარვყოფთ და ვერც დავადასტურებთ პრესასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეერთებულ შტატებში მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ, – ამის შესახებ სომხეთის მედიას რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურმა განუცხადა.

„ასეთი ვიზიტების შემთხვევაში, ბუნებრივია, არსებობს ოფიციალური განცხადებები და ინფორმაცია შეიძლება ჩაითვალოს დადასტურებულად ოფიციალური განცხადების შემთხვევაში. ამ დროისთვის ჩვენ ოფიციალური განცხადება არ გამოგვიქვეყნებია. ამიტომ, გთხოვთ, ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დადასტურებულად მხოლოდ ოფიციალური განცხადების შემდეგ მიიჩნიოთ“, – აღნიშნეს სომხეთის მთავრობის პრესსამსახურში.

დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა ვაშინგტონში პარასკევს შედგება. გავრცელებული ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მიზნით მიიღებს.