სომხეთის მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარ კანდიდატს წარადგენენ
სომხეთის მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარ კანდიდატს წარადგენენ. ამის შესახებ განცხადება „რესპუბლიკური პარტიის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა ვაგრამ ბაღდასარიანმა განაცხადა.
„პარლამენტში უმრავლესობა გვყავს, ჩვენი ფრაქცია ერთიანია და გვეყოლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი“, – განაცხადა ბაღდასარიანმა.
ნიკოლ ფაშინიანი ერევნის ქუჩებში აქციას მართავს. ფაშინიანი ითხოვს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნოს ხალხის კანდიდატი, ამის შემდეგ მოხდეს დროებითი მთავრობის ფორმირება და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. იმ შემთხვევაში, თუ „რესპუბლიკური პარტია“ საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს, მოსახლეობა ყველა საარჩევნო უბნის ბლოკირებას მოახდენს.