სომხეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა ქალაქ სტეფანაკერტზე სარაკეტო იერიში მიიტანა
სომხეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა ქალაქ სტეფანაკერტზე სარაკეტო იერიში მიიტანა

სომხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ ქალაქ სტეფანაკერტზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

სომხეთის მინისტრთა კაბინეტთან არსებული საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, საომარი ვითარების გამწვავების შედეგად, 25 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

როგორც სომხური მედია ქვეყნის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა.