სომხეთის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე სომხეთის მოქალაქის დაკავების შესახებ პუბლიკაციები შეისწავლეს და მასალები უსაფრთხოების სამსახურს გადაუგზავნეს
სომხეთის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე სომხეთის მოქალაქის დაკავების შესახებ პუბლიკაციები შეისწავლეს და მასალები უსაფრთხოების სამსახურს გადაუგზავნეს

სომხეთის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ შეისწავლეს ყირიმის ხიდის აფეთქების საქმის ფარგლებში სომხეთის მოქალაქის დაკავების შესახებ პუბლიკაციები. ინფორმაციას ადგილობრივი მედია გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ შეისწავლა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია და სხვადასხვა მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები, ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში სომხეთის მოქალაქის მონაწილეობის შესახებ.

უწყების განცხადებით, ვინაიდან პუბლიკაციები შეიცავს აშკარა დანაშაულის დამადასტურებელ ინფორმაციას, გენერალურმა პროკურატურამ ისინი გადაუგზავნა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო განყოფილებას, სისხლის სამართლის საქმის დაწყების საკითხის გადაწყვეტის მითითებით.

უწყების ცნობით, საკითხთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით იქნება გამოქვეყნებული.