სომხეთის ცესკო-მ ხმების დათვლა დაასრულა, ნიკოლ ფაშინიანის პარტია 53.92 პროცენტით ლიდერობს
სომხეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დათვლის პროცესი დასრულებულია. როგორც ადგილობრივი მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით იტყობინება, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას „სამოქალაქო შეთანხმება“ 53.92 პროცენტი აქვს.
ოფიციალური მონაცემებით, მეორე ადგილზეა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, რომელმაც 21.04 პროცენტი მოაგროვა. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მესამე ადგილს იკავებს კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“, რომელსაც 5.23-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.
ბოლო მონაცემებით, გაგიკ წარუკიანის პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ ხმათა 3.96 პროცენტის მოგროვება შეძლო.
ეროვნულ კრებაში მოსახვედრად, პარტიებს ხუთპროცენტიანი, ხოლო ბლოკებს შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვა სჭირდებათ.