სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება კვლავ დაძაბულია. მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ღამით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არაღიარებული ყარაბაღის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დასახლებას გაუხსნა ცეცხლი. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.
აზერბაიჯანში ამ ბრალდებას უარყოფენ. ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გუშინდელ გამოსვლაში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ კიდევ ექვსი დასახლება დაიკავა. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის არმია განაგრძობს მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვას. მათი ცნობით, სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა ქალაქი ტერტერი, სადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. აზერბაიჯანის ცნობით, სომხეთიდან ცეცხლს უხსნიან ასევე აღჯაბადის, გერენბოისა და აღდამის რაიონებსაც.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა.