სომხეთი აზერბაიჯანელი სამხედროების ჯგუფს საზღვარზე დივერსიული შეღწევის მცდელობაში ადანაშაულებს
სომხეთი აზერბაიჯანელი სამხედროების ჯგუფს საზღვარზე დივერსიული შეღწევის მცდელობაში ადანაშაულებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანელი სამხედროების ჯგუფს საზღვარზე დივერსიული შეღწევის მცდელობაში ადანაშაულებს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, სომხური მედია წერს, რომ გამთენიისას, 05:30 საათზე, აზერბაიჯანელი ჯარისკაცების ჯგუფმა სომხეთის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, ერთ-ერთ საბრძოლო პოზიციაზე დივერსიული შეღწევა სცადა. სომხური მედია წერს, რომ პირადი შემადგენლობის დროულმა მოქმედებამ, აზერბაიჯანელი სამხედროები, რომლებმაც დანაკარგები განიცადეს, აიძულეს, საწყის პოზიციებზე დაბრუნებულიყვნენ. მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ადგილზე საბრძოლო მასალები და ნაღმების აღმომჩენი მოწყობილობა დატოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ერთი სომეხი ჯარისკაცი დაშავდა. სომხური მედიის თანახმად, აზერბაიჯანელი სამხედროები გერმანული წარმოების ნაღმების აღმომჩენ მოწყობილობას იყენებდნენ.