სომეხთა სამოციქულო ეკლესია „ტიარნინდარაჯის“ - მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს
სომეხთა სამოციქულო ეკლესია „ტიარნინდარაჯის“ - მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

სომეხთა სამოციქულო ეკლესია 13 თებერვალს „ტიარნინდარაჯის“ – მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს. თბილისის „სურბ ეჩმიაძინის“ ეკლესიასა და „სურბ გევორქის“ საკათედრო ტაძარში მორწმუნეებმა საგალობლების თანხლებით ორმოცი დღის იესოს ტაძრად მიყვანის დღესასწაულის საიდუმლო მოისმინეს.

ეპარქიის წინამძღვრის წინამძღოლობითა და სასულიერო დასის მონაწილეობით, „ანდასტანის“ ცერემონია შესრულდა, აკურთხეს სამყაროს ოთხი მხარე და სანთლები ქრისტეს სინათლის სიმბოლოდ.

მირქმის დღესასწაული ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევით, გამოცხადებულია ახალდაქორწინებულთა კურთხევის დღედ.

დღესასწაულის აღსანიშნავად და უფლის კურთხევის მისაღებად ეკლესიაში მიდიან ის წყვილები, რომლებმაც ჯვარი ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაიწერეს.