სომეხი ფეხბურთელი - ჩვენ საქართველოსთანაც მოსაგებად ვითამაშებთ და ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც
სომეხი ფეხბურთელი - ჩვენ საქართველოსთანაც მოსაგებად ვითამაშებთ და ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც

საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის ნაკრებისა და ლიმასოლის აელ-ის ნახევარმცველმა გევორგ კაზარიანმა განაცხადა, რომ მისი ნაკრები ჯგუფში გასამარჯვებლად მზადაა.

„ჩრდილოეთ მაკედონიასთან ასეთი მარცხის შემდეგ, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურად გაუჭირდეთ, მაგრამ მეტოქე ძლიერი გუნდია და ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს. მაგრამ ჩვენ საქართველოსთანაც მოსაგებად ვითამაშებთ და ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც“, – ამბობს კაზარიანი.

მისი თქმით, სომხეთის ნაკრების კაპიტნის, ჰენრიხ მხითარიანის ჩამოუსვლელობის გამო, ხვალინდელ თამაშში გუნდის ლიდერობის თავის თავზე ასაღებად მზადაა:

„მზად ვარ ლიდერის როლი ავიღო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხვალ ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ ლიდერები და მოედანზე უნდა გავიდეთ როგორც ერთსულოვანი გუნდი“.

კაზარიანმა სომხეთის ნაკრებში ესპანელი მთავარი მწვრთნელის, ხოაკინ კაპაროსის დანერგილი ცვლილებებიც ახსენა:

„გუნდში გარკვეული ტაქტიკური ცვლილებებია, მეტ ყურადღებას ვაქცევთ მოედანზე ტაქტიკურ ცვლილებებს, ზონებში სწორად გადაადგილებას“.