სომალიში, საფეხბურთო მატჩის დროს, სტადიონზე მომხდარი აფეთქებისას ხუთი ადამიანი დაიღუპა

10:10, 13.04.2018

სომალის ქალაქ ბარავეში, საფეხბურთო მატჩის დროს, სტადიონზე მომხდარ აფეთქებას ხუთი გულშემატკივარი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ ათობით ადამიანი.

პოლიციის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა სამართალდამცველები დაჯგუფება ალ-შაბააბს მოიაზრებენ.

მსგავსი