სომალიში აშშ-ის ავიაციის სამხედრო ოპერაციის შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 13 მებრძოლი მოკლეს
სომალიში აშშ-ის ავიაციის სამხედრო ოპერაციის შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 13 მებრძოლი მოკლეს

სომალიში აშშ-ის ავიაციის სამხედრო ოპერაციის შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 13 მებრძოლი მოკლეს. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ავიაიერიშები სომალის ნახევრად ავტონომიურ პუნტლანდის რეგიონში განხორციელდა.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სომალიში ექსტრემისტების წინააღმდეგ საჰაერო დაბომბვები დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გააძლიერა, რომლის ფარგლებში ორი წლის განმავლობაში 800-ზე მეტი ჯიჰადისტის ლიკვიდაცია განხორციელდა.

სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, გასულ თვეში ამერიკელმა სამხედროებმა სომალიში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მეთაურის მოადგილე მოკლეს. სომალიში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა რაოდენობა უცნობია, თუმცა ორგანიზაციის მასშტაბი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-შაბააბის“ წევრთა რაოდენობას.

დატოვე კომენტარი