სომალის დედაქალაქ მოგადიშოში თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის აკადემიის შენობასთან ახლოს მდებარე რესტორანში თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია.
სააგენტოს ინფორმაციით, ისლამური დაჯგუფება „ალ-შაბააბი“, რომელიც „ალ-ქაიდას“ მოკავშირეა, ხშირად ახორციელებს მსგავს აფეთქებებს სომალის რეგიონებში. დაჯგუფების მხრიდან აფეთქებების მიზანი ცენტრალური მთავრობის დამხობა და საკუთარი კანონების დამყარებაა.