სომალის საგარეო უწყება გიდეონ საარის სომალილენდში ვიზიტს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად აფასებს
სომალის საგარეო უწყება გიდეონ საარის სომალილენდში ვიზიტს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად აფასებს

სომალის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის სომალილენდში ვიზიტს გმობს და ქმედებას სომალის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად აფასებს.

სამინისტროს განცხადებით, სომალის თანხმობის გარეშე ნებისმიერი ოფიციალური ჩართულობა უკანონოა.

სომალის საგარეო უწყება საერთაშორისო ორგანოებს, მათ შორის გაერო-სა და აფრიკის კავშირს მოუწოდებენ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირონ.

ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბერში ისრაელი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც სომალილენდის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.

ისრაელის მედიის თანახმად, სუნიტი მუსლიმებით დასახლებული სომალილენდი 1960 წელს ხუთდღიანი დამოუკიდებლობით სარგებლობდა, რომლის დროსაც იგი ისრაელმა და 34 სხვა ქვეყანამ აღიარა, ვიდრე სომალისთან გაერთიანდებოდა. სომალილენდი ოფიციალურად 1991 წელს გამოეყო სომალის და მიუხედავად იმისა, რომ სხვა არცერთმა ქვეყანამ არ აღიარა იგი, რამდენიმე გავლენიანმა ქვეყანამ – დიდმა ბრიტანეთმა, ეთიოპიამ, თურქეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, დანიამ, კენიამ და ტაივანმა შეინარჩუნეს სამეკავშირეო ოფისები.