პრემიერლიგის 27-ე ტურის ცენტრალური მატჩი მანჩესტერში გაიმართა.
გვარდიოლას შეგირდებმა, რომლებიც ინგლისის ჩემპიონატს ლიდერობენ, უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ „იუნაიტედს“ უმასპინძლეს.
გვარდიოლასა და სოლსკიაერის დუელი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა და „იუნაიტედმა“ პრინციპულ შეხვედრაში „სიტის“ ორი უპასუხო ბურთი გაუტანა – 0:2.
აღსანიშნავია, რომ „იუნაიტედმა“ „სიტის“ 21-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და გვარდიოლას საკმაოდ რეალური შანსი დააკარგვინა, რომ ევროპის ტოპ ლიგების რეკორდი მოეხსნა, რასთანაც რამდენიმე მატჩი აშორებდა.