სოლსკიაერი - თამაში უკეთესადაც შეგვიძლია
სოლსკიაერი - თამაში უკეთესადაც შეგვიძლია

ინგლისის ჩემპიონატში „ლესტერთან“ მოგებული მატჩის (1:0) შემდეგ, ოლე გუნარმა ​ ფეხბურთელებზე, გულშემატკივარსა და მოგებულ თამაშზე ვრცლად ისაუბრა. სოლსკიაერმა თავისი გუნდი შეაქო. შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედმა“ ზედიზედ მეხუთე გასვლითი მატჩი მოიგო.

„ვიცით, რომ უკეთ შეგვიძლია თამაში, თუმცა ფანტასტიკურ ფეხბურთს ყოველ მატჩში ვერ ითამაშებ. დღეს შეგვეძლო, რომ თამაში ბევრად კარგად გაგვეკონტროლებინა, თუმცა თავი ძალიან არ დაგვიტვირთავს და ყველა ბურთისთვის არ ვიბრძოდით. ვუფრთხილდებით საკუთარ თავს და საზღვრებს ვიცავთ. ძალიან კარგად ვითამაშეთ დაცვაშიც, ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნო. ვფიქრობ, ალექსისმა კარგად ითამაშა, მაგრამ ჩვენ თამაში უნდა შეგვეცვალა. ის დაცვაშიც ძალიან კარგი იყო. ვითარდება და ბევრს ვარჯიშობს. მალე ძალიან სერიოზულ შედეგს გვაჩვენებს.
როგორც უკვე აღვნიშნე, ზღვარს ვინარჩუნებთ. მათ ძალიან ბევრი იბრძოლეს სამი ქულის მოსაპოვებლად. ვფიქრობ, გამარჯვებასაც ვიმსახურებთ და პატივისცემასაც. ჩვენ მეორე ტაიმში უბრალოდ ტემპი შევაჩერეთ. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან კარგად დავიცავით თავი. ერიკი და ვიქტორი ფანტასტიკურები იყვნენ და რა თქმა უნდა, დავიდი… მასზე აღარაფერს ვამბობ.

თუ კარი „მშრალად“ გაქვს შენახული, ბევრად მშვიდად ხარ, უფრო ორგანიზებულად თამაშობ, უტევ და მატჩის მოგების შანსიც მეტია. გვყავს მეკარე, რომელიც ჩვენი მხსნელია. გვყავს ოთხი მცველი, რომლებიც გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებენ და რამდენიმე ნახევარმცველი, რომლებიც მოედნის ცენტრში ბურთს ძალიან კარგად ბლოკავენ. ჩემთვის დღევანდელი მატჩი სასიამოვნო სანახავი იყო.

სამმა ქულამ ბიჭებს განწყობა უნდა აუმაღლოს და თავდაჯერებულობა შემატოს. ისინი თამაშის ხარისხით 100%-ით კმაყოფილები არ არიან, რაც ძალიან კარგია, ვინაიდან თავადაც ვიცით – უკეთ თამაში შეგვიძლია. ჩვენი გულშემატკივრები მსოფლიოში ყოველთვის საუკეთესონი იყვნენ და ისინი იმსახურებენ, რომ შინ ჩვენგან მადლობის თქმის შემდეგ დაბრუნდნენ. მადლობა ყველასგან – ჩემგან, ფეხბურთელებისგან, პერსონალისა და სამწვრთნელო შტაბისგან. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“.

დატოვე კომენტარი