სოლიგორსკის „შახტიორმა“ ბელარუსის ჩემპიონატის მეხუთე ტურში „სლუცკისთან“ საშინაო მატჩი 1:2 წააგო, მე-12 ადგილზე იმყოფება და ბოლოადგილოსან „ბელშინას“ მხოლოდ სამი ქულით უსწრებს.
ცუდმა შედეგებმა გუნდის გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია და ტრიბუნაზე გამოფინეს ბანერი, რომლითაც კლუბის ქართველი სპორტული დირექტორის, ალეკო რეხვიაშვილის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს.
მათ ბანერზე დაწერეს – „რეხვიაშვილი. ჩემოდანი – სადგური – თბილისი“ და ამით მიანიშნეს, რომ მისი მუშაობით უკმაყოფილოები იყვნენ.
საქმე ისაა, რომ „შახტიორის“ გულშემატკივრებს ბელარუსის ჩემპიონატში გუნდის სუსტი გამოსვლის მთავარ მიზეზად კლუბის სპორტული დირექტორის საკადრო პოლიტიკა მიაჩნიათ. თუმცა, ბელარუსული მედიის ცნობით, სტადიონზე სამართალდამცველებმა ბანერი დიდხანს არ გააჩარეს.
ალეკო რეხვიაშვილი 2012-2014 წლებში ბაქოს „ინტერში“ მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის მოწვევით კლუბის სპორტულ დირექტორად მუშაობდა, ხოლო სოლიგორსკის „შახტიორში“ 2019 წელს მიიწვიეს.