სოხუმის „დინამომ“ ქალთა გუნდი ჩამოაყალიბა - ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია
სოხუმის „დინამომ“ ქალთა გუნდი ჩამოაყალიბა - ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია

სოხუმის „დინამო“ ახალი სეზონიდან გუნდს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატშიც გამოიყვანს და 2020 წლის სეზონში ქალთა უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან გუნდის მთავარმა მწვრთმნელმა დავით თაქთაქიშვილმა განაცხადა.

სოხუმის „დინამოში“ ითამაშებენ ნეგარ საიდი, თამარ ახობაძე, მარიამ როსტიაშვილი, ნატო კევლიშვილი, ნინო ჩანგელია, მარიამ კაკალაშვილი, ანა კულდონაშვილი, ლანა ქარდავა, მარიამ ბექიშვილი, ელენე ელოშვილი, მედეა მუმლაძე – თუმცა, ეს არასრული შემადგენლობაა. დავით თაქთაქიშვილი მთავარი მწვრთნელი იქნება, მას კი კახა კეკელიძე დაეხმარება.

„ეს აფხაზური ფეხბურთის ისტორიაში პირველი გოგონათა გუნდი იქნება. კლუბში მივიდნენ საქართველოს ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები. ახლა საზღვრების გახსნას ველოდებით, ირანის ეროვნული ნაკრების სამი წევრი რომ ჩამოვიდეს, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონტზე აქვთ ნათამაშები – გუნდში მოვიდნენ ისეთი დონის ფეხბურთელები რომელსაც ვერც კი წარმოვდგენდი. ამაში დიდია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის, რუსლან აბაშიძის და აფხაზეთის სპორტიას კულტურის განათლების და ახალგაზრდული სამსახურის უფროსის, ვიტალი ბენდელიანის წვლილი. „გუნდის მიმართ. ქალთა ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერა და ინტერესი ძალაინ დიდია. მაგრამ რომ არა ჩვენი მხარდამჭერი კომპანია, ამ ყველაფერს ვერ შევძლებდით“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან დავით თაქთაქიშვილი.

სოხუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი დავით თაქთაქიშვილი გუნდის მიზნებზე გველაპარაკა: „ყველას ესმის, რომ ქალთა ლიგაზე გამარჯვება გამოიწვევს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას და ქართული დროშის ქვეშ სოხუმის სახელის წარმოჩინებას. ეს ეროვნული საქმეა – გუნდის შექმნს მიზანი ისაა, რომ ვასახელოთ ქვყანა და ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე გავიტანოთ სოხუმის სახელი, როგორც საქართველოს ნაწილის და ყველას შევახსნოთ, რომ აფხაზეთი და სოხუმი საქართველოა“.

დავით თაქთაქიშვილმა გუნდის საფეხბურთო აკადემიაზეც ილაპარაკა: „სექტემბრისთვის დასრულდება დიღმის მასივში მდებარე ოლიმპიური მომზადების ცენტრის სტადიომის რეკონსტრუქცია და სოხუმის „დინამოს” აკადემიას გავხსნით, სადაც გოგოების და ვაჟების გუნდები ივარჯიშებენ – ეს ამიერკავკასიაში პირველი გოგონათა აკადემია იქნება. რომ არა ჩვენი პრეზიდენტი და მამუკა ბიძინაშვილი და მამუკა ასათიანი. სოხუმის „დინამო” აქამდე ვერ მოვიდოდა. მადლობა მათ, რომ ქართველ გულშემატკვრს სოხუმის „დინამო” დაუბრუნეს. ჩემის მხრივ ყველაფერს გავაკეთებ, ჩვენს გოგონებთან და ვაჟებთან ერთდ, რომ ეს სახელი არასდროს შევარცხვნოთ“.