„სოკარ ენერჯი ჯორჯიასა“ ინიციატივით, გამყოფი ხაზების 2 174 ოჯახს საკვები პროდუქტების კალათები გადაეცემა
„სოკარ ენერჯი ჯორჯიასა“ ინიციატივით, გამყოფი ხაზების 2 174 ოჯახს საკვები პროდუქტების კალათები გადაეცემა

„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის, მაჰირ მამედოვის ინიციატივითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჩართულობით, გამყოფი ხაზების 2 174 ოჯახს საკვები პროდუქტების კალათები გადაეცემა.

სოციალური დახმარების აქცია კონფლიქტით დაზარალებული ხუთი რეგიონის 116 სოფელში ყველა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახსა და მარტოხელა მოხუცს მოიცავს.

კამპანია სამეგრელოდან დაიწყო და საკვები პროდუქტებით დაკომპლექტებული ყუთების გადაცემას „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორი ლევან გიორგაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია დაესწრნენ.

„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მხარდაჭერით, დახმარების პაკეტებს ასევე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთისა და რაჭის რეგიონებში მცხოვრები მარტოხელა მოხუცები და სოციალურად დაუცველები და კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები 800-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს, ჯამში კი სურსათის ღირებულება 279 570 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.