სოკ-ი ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქებში განსაკუთრებულ ყურადღებას ადამიანის უფლებების დაცვას დაუთმობს
სოკ-ი ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქებში განსაკუთრებულ ყურადღებას ადამიანის უფლებების დაცვას დაუთმობს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქებში განსაკუთრებულ ყურადღებას ადამიანის უფლებების დაცვას დაუთმობს – ამის შესახებ განაცხადა სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა ჟენევაში გამართულ ფორუმზე გააკეთა.

სოკ-ი ყველაფერს გააკეთებს, რათა დაიცვას ის მთავარი ფასეულობები, რომელზეც დაფუძნებულია ოლიმპიური თამაშები,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ბახმა და ამ მიმართულებით საზოგადოებას სოკ-ის სტრატეგია გააცნო.

ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით სოკ-ის მიერ შემუშავებული კონკრეტული მოთხოვნები პირველად აისახა ხელშეკრულებაში, რომელიც 2024 და 2028 წლების ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქებთან – პარიზთან და ლოს-ანჯელესთან გაფორმდა.

სოკ-ი მასპინძელ ქალაქებსა და ქვეყნებს მოუწოდებს, ოლიმპიადის მსვლელობისას უზრუნველყონ ადამიანის უფლებების დაცვის მყარი გარანტიები.