სოფო ქაცარავა - საქართველოს ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ამ ეტაპზე არ ემუქრება, თუმცა რეალური გამოწვევები არსებობს
სოფო ქაცარავა - საქართველოს ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ამ ეტაპზე არ ემუქრება, თუმცა რეალური გამოწვევები არსებობს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას განცხადებით, საქართველოს ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ამ ეტაპზე არ ემუქრება, თუმცა რეალური გამოწვევები არსებობს.

როგორც ჟურნალისტებს ქაცარავამ განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთის შს მინისტრი საქართველოში იმყოფება.

„მან ის ვითარება ძალიან რეალისტურად შეაფასა, რაც თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით არსებობს. დღის წესრიგში ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ დგას, თუმცა როგორც საფრანგეთის შს მინისტრმა თქვა, ეს მომავალში არ გამოირიცხება და რეალური გამოწვევები არსებობს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგეს”, – განაცხადა ქაცარავამ.

დეპუტატის მოსაზრებით, ბალანსია დასაცავი, ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციის სიკეთე დაიცვას, თუმცა  კეთილსინდისიერი მოქალაქეების ინტერესები არ უნდა დაირღვეს.