სოფო ქაცარავა - რაზეც საუბრობენ ოპონენტები, რომ დარღვევაა, რეალურად არ არის დარღვევა, არის აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი
სოფო ქაცარავა - რაზეც საუბრობენ ოპონენტები, რომ დარღვევაა, რეალურად არ არის დარღვევა, არის აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი

რაზეც საუბრობენ ოპონენტები, რომ დარღვევაა, რეალურად არ არის დარღვევა, არის აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი, – ამის შესახებ „ქრთული ოცნების“ წევრმა სოფო ქაცარავამ ზუგდიდში, 9-ე საარჩევნო უბანზე საუბრისას განაცხადა.

სოფო ქაცარავას მოქალაქეებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს.

„ზოგადად, დილიდან ვაკვირდები მოვლენებს. რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიყავი, არსებითი დარღვევები არ ფიქსირდება, მინიმალურ გადაცდომებზე კი არის სწრაფი რეაგირება. სიებთან დაკავშირებით არის გადაჭარბებული ემოციები, ახლაც კონკრეტულად ამ უბანზეც გამოიწვია გარკვეული სპეკულაციები.

არაერთხელ გაკეთდა განცხადებები, დილიდან ბრიფინგიც იყო და ვამბობთ იმას, რომ სიებთან მიმართებაში, რაზეც საუბრობენ ოპონენტები, რომ დარღვევაა, ეს რეალურად არ არის დარღვევა. არის აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი.

ყველას მოვუწოდებ, რომ მშვიდ გარემოში გავაგრძელოთ არჩევნები, ემოციების გარეშე, პროვოკაციებს არავინ არ უნდა აჰყვეს, რადგან პოტენციურად არის ამის საშიშროება“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.