სოფო ქაცარავა - ნატო-ს მიერ ე.წ. შავი ზღვის პაკეტის დამტკიცება ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაზრდას
სოფო ქაცარავა - ნატო-ს მიერ ე.წ. შავი ზღვის პაკეტის დამტკიცება ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაზრდას

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო ქაცარავას განცხადებით, შავი ზღვის ფორმატში ნატო-ს გააქტიურება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყნის თავდაცისუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების გაძლიერებას ეხება.

ჟურნალისტებთან საუბარში სოფო ქაცარავა ნატო-ს მიერ ე.წ. შავი ზღვის პაკეტის დამტკიცებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ პაკეტის ფარგლებში კონკრეტული მიმართულებები გამოიკვეთა, როგორიცაა თავდაცვის სანაპირო დაცვის პერსონალის ტრეინინგი და ინფორმაციის გაცვლა.

„ეს ყველაფერი ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაზრდას. მათ შორის, მნიშვნელოვანია რეზოლუცია, რომელიც ინიცირებულია და საუბარია საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე, თუ რა საფრთხის უქმნის ქვეყანას. რუსეთისგან რეაქციას ყოველთვის ველოდებით ხოლმე, ეს ახალი არ არის. ამ ფონზე საქართველო სულ უფრო წინ მიდის“, – განაცხადა ქაცარავამ.

ნატო-მ ე.წ. შავი ზღვის პაკეტი დაამტკიცა. როგორც ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი, აღნიშნული პაკეტი აერთიანებს ზომებს, რომელთა მიზანია, შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება და საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება, განმტკიცება.